ღვინის კომპანიატყუპების საღვინე სახლი ნაფარეულშიდაარსებულია ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების მიერ. იგი მდებარეობს სოფელ ნაფარეულში (თელავის რაიონი) ძმების მიერ ღვინის წარმოება ეფუძნება ღვინის ქვევრში დაყენების კახურ მეთოდს და მათი ოჯახის წინაპრებისგან დანატოვარ ტრადიციებს.

 

ქვევრში ღვინის დაყენებას ისინი ბავშვობიდანვე ეზიარნენ. 1994 წლიდან დაიწყეს საკუთარი ღვინის წარმოება კომერციული მიზნით. 1997 წლიდან პირველებმა მოახერხეს ქვევრის ღვინის ბოთლში ჩამოსხმა, რაც შესაძლებელი გახდა ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებული შერწყმის შედეგად. 2002 წელს დაიწყეს და მალევე აღადგინეს მამაპაპისეული მარანი დაზავოდი“ . საკუთარ ადგილმამულებში გააშენეს რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის ვენახები და მოახდინეს მარნის გაფართოება.

 

ამჟამად მარანში არის 107 მომქმედი ქვევრი. უმეტესი ქვევრების ტევადობა შეადგენს 3,5 – 4,5 ტონას.

ტყუპების საღვინე სახლში ღვინო მზადდება მხოლოდ ნაფარეულის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის, კახური მწვანის, საფერავისა და კაბერნეს ჯიშის ყურძნებისაგან, რაც ღვინოს  უფრო მიმზიდველს და ჰარმონიულს ხდის.

 

ქვევრებში დუღილის პროცესი მიმდინარეობს დურდოსთან ერთად. დუღილის დასრულების შემდეგ არ ხდება სითხის მოცილება დურდოდან, ღვინო დურდოსთან ერთად რჩება 6 თვე. ამ პერიოდში მიმდინარეობს ღვინის ბუნებრივი ფილტრაცია. მარტის თვეში გახსნილი ქვევრებიდან ამოღებული ღვინო გამოირჩევა სიკამკამითა და  ჰარმონიული არომატების სიუხვით. ტყუპების ღვინის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაშიც რომ ბუნებრივი ფერმენტაციის შემდეგ მიღებულ ღვინო ქიმიურად არ მუშავდება. იგი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

 

კომპანიამ მიზნად დაისახა პოპულარიზაცია გაუწიოს ქვევრის ღვინოს და ფართო მასებში მტკიცედ დამკვიდრდეს ის აზრი, რომ ქვევრის ღვინო თავისი არომატით, სასარგებლო თვისებებით (მდიდარი ტანინით რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას) და იმით, რომ არ სჭირდება ქიმიური დამუშავება ბევრად სჯობს სხვა ტიპის ღვინოებს.

 

საღვინე სახლში მოსულ სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ექსკლუზიურად ნახონ გაჭრილი ქვევრები და დააკვირდნენს ქვევრში დუღილის  და ღვინის მიღების პროცესს.

 

2012 წლის მაისში მათმა კომპანიამტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში მიიღო მონაწილეობა ქართული ღვინის IV ეროვნულ კონკურსში. ტყუპების ღვინომქვევრის მზემდახურულ კონკურსში მოიპოვა:

 

  • ოქროს მედალი – ნომინაციაში „თეთრი ღვინო მშრალი კახური“ – 2010 წლის მოსავალი
  • მაღალი ხარისხის ღვინო – ნომინაციაში „საფერავი – 2011 წლის მოსავალი
  • მაღლი ხარისხის ღვინო – ნომინაციაში „თეთრი ღვინო მშრალი კახური“ – 2011 წლის მოსავალი.


ტყუპების ღვინოქვევრის მზეწარმატებით იყიდება იაპონიის,ჩინეთის,გერმანიის , დიდი ბრიტანეთის, ლიტვისა და რუსეთის ბაზარზე.




×