ნაფარეული

ნაფარეული მდებარეობს შიდა კახეთში, ცივ გომბორის ქედსა და კავკასიონის მთებს შორის გადაშლილ ალაზნის ველზე, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე. მას დასავლეთით ესაზღვრება მდინარე ლოპოტა. ნაფარეული შედის თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და ქ. თელავიდან 20 კმ-ით, ხოლო დედაქალაქ თბილისიდან 100 კმ. საავტომობილო გზით არის დაშორებული. სოფელში და სოფლის გარშემო რამოდენიმე ათეული საეკლესიო ტაძარი და გუმბათოვანი ბაზილიკაა. აქ ასევე აგებულია XVI-XVII საუკუნის ციხე-გალავანი, თავდაცვითი ნაგებობა 4 კოშკურათი. ნაფარეული მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მეღვინეობის მიკრო ზონა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სამარკო ღვინოები წითელი 'ნაფარეული' და თეთრი 'ნაფარეული' ჩამოისხა 1886 - 1892 წლებში. სოფელი გეოგრაფიულად - თბილისი, სიღნაღი, ყვარელი, გრემი, ნაფარეული, ალავერდი, თელავის - ტურისტულ სამარშრუტე გზის მონაკვეთზე მდებარეობს.