ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

2017-07-18
966 ნახვა

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ''ტყუპების საღვინე სახლში'' ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი 2014 წელს გაიხსნა. სამუზეუმო კომპლექსი 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც  ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესია აღწერილი.

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის დამთვალიერებელს  შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ქვევრის ღვინის წარმოების პროცესებს - გაჭრილ ქვევრებში ღვინის დუღილსა და დაწმენდას, ქვევრის დალუქვასა და გახსნას, ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღებას და სხვა.  მუზეუმში წარმოდგენილია ''ტყუპების საღვინე სახლის'' 15-წლიანი ღვინოების კოლექცია, სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნის, საწნახელის შესახებ. 

გაზიარება
ბლოგი © გელა და გია გამტკიცულაშვილები