უახლესი ისტორია

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უახლესი ისტორია

უახლესი ისტორია

 

ტყუპი ძმები - გია და გელა გამტკიცულაშვილები

დაიბადნენ 1962 წლის 7 მარტს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში.

1979 წელს დაამთავრეს ნაფარეულის საშუალო სკოლა.

2005 წელს თბილისში დაამთავრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და გახდნენ მშენებელ ინჟინრები.

მუშაობა თავისი სპეციალობით დაიწყეს, თუმცა ქვევრში ღვინის დაყენებისთვის არასოდეს დაუნებებიათ თავი.

1991 წელს - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფოსგან მამა- პაპისეული ადგილები დაიბრუნეს.

1997 წელს - პირველი ქვევრის ღვინო ჩამოასხეს და მას „ოჯახური“ დაარქვეს.

2000 წლიდან დაიწყეს და მამა-პაპისეულ ტერიტორიაზე აღადგინეს მე-18 საუკუნის მამა-პაპისეული მარანი და არყის სახდელი - „ზავოდი“, მამის მიერ დატოვებული ვენახი და შეინარჩუნეს კომუნისტების მიერ 1960 წელს გაშენებული ვაზი.

2005 წელს თბილისში დაამთავრეს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი და გახდნენ მეღვინე ექსპერტები.

2006 წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოთლში პირველებმა ჩამოასხეს თავიანთ ვენახში მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ქვევრის ღვინო.

2004 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მიაკვლიეს 1979-1982 წელს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ცნობილი ოსტატების მიერ დამზადებულ, 3-4 ტონიან,  ღვინის წარმოებისათვის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებულ უხმარ ქვევრებს, რომლებიც თავიანთ მარანში გადმოიტანეს. მხოლოდ ასეთ 82 ცალ ქვევრში მზადდება ტყუპების სახელით ცნობილი ღვინო.

2004 წელს ტყუპების მიერ დაფუძნებული ღვინის კომპანია პირველია საქართველოს ღვინის ბაზარზე ქვევრის კახური ტიპის ღვინის წარმოებით და გაყიდვებით. ღვინის დაყენებაში შერწყმულია ოჯახური ტრადიციები, ქვევრის მოვლის საიდუმლოებები და თანამედროვე მეღვინეობა.

2009 წლიდან ტყუპების ღვინო წარმატებით იყიდება მსოფლიოს ბაზარზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, გერმანია, ბრიტანეთი.

ამჟამად გია და გელა გამტკიცულაშვილები არიან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორი და დოქტორანტი. ისინი მეცნიერულად სწავლობენ ქვევრის დამამზადებელ ნედლეულს - თიხას, ქვევრის დამზადების პროცესს და ქვევრის გავლენას ღვინოზე.

 

მოგვწერეთ


შემოგვიერთდით!

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • Email: info@cellar.ge; marketing@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: 599333884;
  • Web: cellar.ge