პრემიუმ ღვინოები

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

image

''ქვევრისა & კასრისა'' რქაწითელი თეთრი მშრალი 1,5 ლ.

ღვინო დამზადებულია ნაფარეულის მიკროზონაში, ტყუპების ვენახებში მოკრეფილი 2015 წლის მოსავლის რქაწითელის და კახური მწვანის ყურძნის ჯიშებისგან. ღვინო დაყენებულია ქვევრებში კახური ტრადიციული მეთოდით ექვსი თვით დურდოზე დაყოვნებით და შემდგომ ერთ წლიანი დავარგებით მუხის კასრებში. ტყუპების ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი - იგრძნობა როგორც ქვევრისთვის დამახასიათებელი ტანინი, ასევე მუხის კასრის არომატები. ღვინო არ არის დამუშავებული, იგი ბუნებრივად დაწმენდილია ქვევრებში რაც განაპირობებს მის მაღალ ხარისხს და გემოს. 

ღვინო რქაწითელი ''ქვევრისა & კასრისა'' დამზადებულია და ჩამოსხმულია სპეციალურად კომპანიის 20 წლის იუბილესთვის, შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 1000 ბოთლი.

 ალკოჰოლი: 12,5%

image

''ქვევრისა & კასრისა'' საფერავი წითელი მშრალი 1,5 ლ.

ღვინო დამზადებულია ნაფარეულის მიკროზონაში, ტყუპების ვენახებში მოკრეფილი 2015 წლის მოსავლის საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.  ღვინო დაყენებულია ქვევრებში კახური ტრადიციული მეთოდით სამი თვით დურდოზე დაყოვნებით და შემდგომ ერთ წლიანი დავარგებით მუხის კასრებში. ტყუპების ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი - იგრძნობა როგორც ქვევრისთვის დამახასიათებელი ტანინი, ასევე მუხის კასრის არომატები. ღვინო არ არის დამუშავებული, იგი ბუნებრივად დაწმენდილია ქვევრებში რაც განაპირობებს მის მაღალ ხარისხს და გემოს.

ღვინო საფერავი ''ქვევრისა & კასრისა'' დამზადებულია და ჩამოსხმულია სპეციალურად კომპანიის 20 წლის იუბილესთვის, შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 1000 ბოთლი.

 ალკოჰოლი: 12,5%

მოგვწერეთ


შემოგვიერთდით!

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • Email: info@cellar.ge; marketing@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: 599333884;
  • Web: cellar.ge