ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც  ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესია აღწერილი.

ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მსოფლიოში უნიკალური “ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი” 2014 წელს დააფუძნეს.

სამუზეუმო კომპლექსი 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც  ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესია აღწერილი.

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმში  წარმოდგენილია „ტყუპების საღვინე სახლის“ 15-წლიანი ღვინოების კოლექცია, სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნის, საწნახელის შესახებ.

მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამი 500 ლიტრიანი1/3-ზე გაჭრილი ქვევრები, რომელთაც მინა აქვს მიფარებული. ამით დამთვალიერებელს საშუეალება აქვს დააკვირდეს ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს: დაწურვა, დუღილი,

თვითდაწმენდვა, ბუნებრივი ფილტრაცია, ღვინის და ჭაჭის ამოღება და ა.შ.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 09:00 სთ-დან  22:00 სთ-მდე. მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:

უფროსებისათვის: 15 ლ.

სტუდენტებისათვის: 5 ლ.

სკოლის მოსწავლეებისთვის: 0.50 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

მოგვწერეთ


საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: 2211, ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • Email: info@cellar.gemarketing@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: + 995 599 333884;
  • Web: www.cellar.ge

შემოგვიერთდით!