ქვევრის ღვინის კლუბი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქვევრის ღვინის კლუბი

კომპანია „ტყუპების საღვინე სახლმა“ 2020 წლიდან დააფუძნა „ტყუპების ღვინის კლუბი“, რომელიც აერთიანებს მეღვინეებსსა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ღვინის მოყვარულებს.

კომპანია „ტყუპების საღვინე სახლმა“ 2020 წლიდან დააფუძნა „ტყუპების ღვინის კლუბი“, რომელიც აერთიანებს მეღვინეებსსა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ღვინის მოყვარულებს.

ტყუპების ღვინის მარნის მიზანია ქვევრისა და ქვევრის ღვინის შესახებ ცოდნისა და ინფორმირებულობის ამაღლება, ღვინის კულტურის ახალ სიმაღლეებზე აყვანა, ხარისხის ქვევრის ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება და ღვინის სამომხმარებლო ბაზრის ხარისხის ამაღლება. 

„ტყუპების ღვინის კლუბი“ ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს მასტერ კლასებს ქვევრში ღვინის წარმოების, ქვევრის სპეფიციკაციის, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიების და სხვა თემების შესახებ. მასტერ კლასებს გაუძღვებიან თავად „ტყუპების საღვინე სახლის“ მეპატრონეები, მეღვინეები გია და გელა გამტკიცულაშვილები, ასევე მოწვეული ღვინის სპეციალისტები და ექსპერტები.

ღვინის კლუბში გაიმართება ასევე ახალი მოსავლისა და სახეოების ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელიც სისტემატიურად გაშუქდება მედიასა და სოციალურ ქსელებში.

ღვინის კლუბის წევრები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:

  • მუდმივი 10% ფასდაკლების ვაუჩერი ტურისტულ კომპლექსში მდებარე სასტუმროს ორ ადგილიან ნომერზე.
  • 10% ფასდაკლება ტყუპების საღვინე სახლის ღვინოებზე (ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია ტყუპების საღვინე სახლის მაღაზიასა და ონლაინ მაღაზიაში.
  • კომპანიის სიახლეების, აქციების, ფასდაკლებების შესახებ შეტყობინებების მიღება.
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე სპეციალური მიწვევა.
  • 10% ფასდაკლება ტყუპების ღვინის მარნის საკონეფერენციო დარბაზზე.
  • 10% ფასდაკლება ტურისტული კომპელექსის ტერიტორიაზე განთავსებულ ღია და დახურულ რესტორნებში ღონისძიების გამართვაზე.

ღვინის კლუბში გაწევრიანებისა და ფასდაკლებით სარგებლობის წესები:

  • ღვინის კლუბში გასაწევრიანებლად პლასტიკურ ბარათზე მითითებული უნიკალური კოდი შეიყვანეთ საიტზე (ლინკი) მითითებულ სპეციალურ ველში.
  • შესაბამის ველში შეიყვანეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ წევრობის უპირატესობებით.
  • წინასწარი დაჯავშნის პირობებში სასტუმროს ნომერზე ფასდაკლების მისაღებად გადადით ონლაინ ჯავშნების გვერდზე და სტანდარტული ჯავშნის გაკეთების პროცედურის გარდა შესაბამის ველში შეიყვანეთ თქვენი ბარათის უნიკალური კოდი.
  • სასტუმროს ნომერზე ფასდაკლების მისაღებად სასტუმში ვიზიტისას წარუდგინეთ მიმღებს თქვენი ბარათის უნიკალური კოდი და ისარგებლეთ ფასდაკლებით.
  • ღვინოზე ფასდაკლების მისაღებად გადადით ონლაინ მაღაზიის გვერდზე და სტანდარტული შეკვეთის გაკეთების პროცედურის გარდა შესაბამის ველში შეიყვანეთ თქვენი ბარათის უნიკალური კოდი.
  • უშუალოდ მაღაზიიდან ფასდაკლების მისაღებად წარუდგინეთ მოლარეს თქვენი ბარათის უნიკალური კოდი და ისარგებლეთ ფასდაკლებით.

 

 

 

მოგვწერეთ


საკონტაქტო ინფორმაცია

  • იურიდიული მისამართი: 2211, ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • ფაქტობრივი მისამართი: 0162, აბაშიძის 66, თბილისი, საქართველო.
  • Email: info@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: +995 599 333884; + 995 551 747474
  • Web: www.cellar.ge

შემოგვიერთდით!