კლუბის წესდება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კლუბის წესდება

ტყუპების ღვინის კლუბის წესდება

 

მუხლი 1 ზოგადი დებულებები:

1.1  კლუბი წარმოადგენს  შპს „ტყუპების საღვინე სახლის“ ბაზაზე შექმნილ პლატფორმას.

1.2  კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები, როგორც კომპანიის ტერიტორიაზე (სოფ. ნაფარეული), ისე მისი ტერიტორიის გარეთ.

1.3  კლუბის მართვას ახორციელებენ შპს „ტყუპების საღვინე სახლის“ დამფუძნებლები გია და გელა გამტკიცულაშვილები.

მუხლი 2. მიზნები და ამოცანები:

2.1 კლუბის მიზნებია:

ა)ქვევრისა და ქვევრის ღვინის შესახებ ცოდნისა და ინფორმირებულობის ამაღლება;

ბ)ღვინის კულტურის ახალ სიმაღლეებზე აყვანა,

გ)ქვევრის ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდა,

დ)ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება და ღვინის სამომხმარებლო ბაზრის ხარისხის ამაღლება. 

მუხლი 3. წევრის მიღების წესი

3.1 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს პირი:

ა) ვინც არის  15 წლის ზევით და გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 ბ) პირი, რომელიც გაეცნო  ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ კლუბის წესდებას და საიტზე მითითებულ ველში შეიყვანა სპეციალურად მისთვის გადაცემული უნიკალური კოდი.

მუხლი 4.  კლუბის წევრის  უფლება-მოვალეობანი

4.1 კლუბის წევრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებსა და ფორქშოფებში შეუზღუდავი რაოდენობით.

ბ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;

დ) ატაროს კლუბის ემბლემა ან/და  საწევრო ბარათი;

ე) ისარგებლოს სპეციალურად კლუბის წევრებისთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით.

  4.2. საწევრო ბარათი

 ა) საწევრო ბარათი წარმოადგენს პირის კლუბის წევრობის დამადასტურებელ და კლუბის მფლობელობაში არსებულ პროდუქტებზე ფასდაკლების ბარათს, სხვა ფუნქცია საწევრო ბარათს არ გააჩნია,  გარდა დამატებით ფუნქციებზე ორგანიზაციის მენეჯმენტის წერილობიი ბრძანებისა , რომელიც უნდა იყოს ყველა წევრისთვის საჯარო.

4.3.  კლუბის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას კლუბის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ავტორიტეტსა და ქონებას;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის საქმიანობაში;

მუხლი 5. კლუბის წევრობის შეწყვეტა

6.1. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა)  წევრის საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) კლუბის წევრობის წესდების დარღვევის შემთხვევაში კლუბის დამფუძნებლების პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე.

მოგვწერეთ


შემოგვიერთდით!

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • Email: info@cellar.ge; marketing@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: 599333884;
  • Web: cellar.ge